ავტორიზაცია | რეგისტრაცია

 

 ip.ge

 

 

(+995) 593-188-661
დაგვიკავშირდით
11.00 - 19.00 საათებში

 

 

მოკლე აღწერა

 

 

თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს ვებ გვერდზე (ip.ge)  და თქვენი ”ანგარიშიდან”  შექმნათ (დაამატოთ) ობიექტები, რომელსაც გაუწევთ მონიტორინგს (დაკვირვებას). იბიექტის დამატებისას სისტემა გაძლევთ სპეციალურ კოდს თითოეული ობიექტისთვის. სწორედ ეს კოდი წარმოადგენს სისტემის დაკვირვების ობიექტს. რომელ ბომილურ ტელეფონსაც მიაკუთვნებთ ამ კოდს, იმ ტელეფონის გადაადგილების ინფორმაცია გაიგზავნება სერვერზე, რასაც თქვენ შემდგომში ნახავთ რუქაზე. აღნიშნული კოდი პირდაპირ მობილურში არ იწერება. თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ ჩვენი აპლიკაცია (პროგრამა) და დააინსტალიროთ მობილურში. აპლიკაცია ჩართვისთანავე ითხოვს  ზემოთ აღნიშნული კოდის ჩაწერას მასში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გააქტიურდება.

 


მობილურის აპლიკაციიდან პარალელურად შესაძლებელია სისტემაში ჩართული სხვა ობიექტების დათვალიერება, თუ სად გადაადგილდებიან ისინი. იგივე დაკვირვება კიდევ უფრო მოსახერხებელია თავად ვებ გვერდის ანგარიშიდან "ანგარიშიდან", ანუ კომპიუტერის მეშვეობით.

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოყენების უფრო დაწვრილებითი ტექნიკური აღწერა:

 

 

 


ნაბიჯი 1. რეგისტრაცია სისტემაში: პირველად საჭიროა დარეგისტრირდეთ სისტემაში (ვებ გვერდზე ip.ge)  და შექმნათ პირადი "კაბინეტი" (ანგარიში). ვებ გვერდზე რეგისტრაცია უფასოა.

 

 


 

 

 


 

 

 

 ამჯამად ტექსტირების რეჟიმში ჩვენი  სერვისი სრულიად უფასოა

 


ნაბიჯი 2. ბალანსის შევსება და მომსახურების გადახდა: ჩვენს სისტემაში იბიექტზე დაკვირვებისთვის საჭიროა ჯერ ის დაემატოს სისტემაში, როგორც "მონიტორინგის" ობიექტი. სწორედ ობიექტის დამატება და აქტივაცია არის ჩვენი ფასიანი მომსახურება. ამიტომ ობიექტის აქტივაციისთვის საჭიროა თქვენი ბალანსი იყოს შევსებული (გედოთ გარკვეული თანხა). მომსახურების გადახდა ხდება ბალანსზე არსებული თანხიდან ყოველი "ობიექტის" გააქტიურებისას. ბალანსის შევსება შესაძლებელია ქუჩებში არსებული გადახდის აპარატებიდან. მომავალში ფასიანი სერვისის პარალელურად მაინც იარსებებს უფასო პაკეტიც, მისი მოქმედების პერიოდი იქნება მხოლოდ 24 საათი.

 

 

 

 

 


 

 

ნაბიჯი 3. მონიტორინგის ობიექტების შექმნა (რეგისტრაცია) :  ვებ გვერდის პირადი ”კაბინეტი”-ს მენიუში ”ობიექტები” შესაძლებელია შევქმნათ (დაამატოთ) მონიტორინგის ობიექტები.

ობიეტის დამატებისას შეგიძლიათ მიუთითოთ მუშაობის შესაბამისი პრამეტრები:

- ობიექტის პირადი მონაცემები;
- მოქმედების არეალი (საქართველო, მსოფლიო);

- მოქმდების ვად ( 10 დღე,  30  დღე);
- GPS-ს გადაცემის ინტერვალი (5 წმ, 30 წმ, 60 წმ, 5 წთ, 30 წთ).

ამ მონაცემების მიხედვით ფორმირდება კონკრეტული სერვისის ღირებულება  (არის უფასო 24 საათია ვერსიაც).

ყოველი მონიტორინგის ობიექტის დამატების შემდეგ საჭიროა მისი გააქტიურება, რაც შესაბამისი მომსახურების თანხის გაადხდას მოითხოვს. თანხის გადახდა ხდება ბალანსიდან (ბალანსის შევსება ხდება წინასწარ). თითოეულ რეგისტრირებულ ობიექტს მიენიჭება საკუთარი კოდი. აღნიშნული კოდის გააქტიურება ხდება მობულურ ტელეფონში, ჩვენი აპლიკაციის ინსტალაციის შემდეგ.

 

 

 

 

 

 

მიაქციეთ ყურადღება, რომ ობიექტის რეგისტრაციისას ჩვენ არ ვითხოვთ ამ ობიექტის იურიდიულ მონაცემებს: სახელს, გვარს, მობილურის ნომერს. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ობიექტები დაარეგისტრიროთ ზეტმეტსახელების ან სხვა მინიშნებების გამოყენებით. აქედან გამომდინარე მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ ვინა არიან თქვენი ობიექტები. ჩვენი სისტემისთვის ეს ობიექტი იდენტიფიცირებულია ჩვეულებრივი კოდით, რომელიც მიენიჭება ყველა ობიექტს სისტემაში რეგისტრაციისას. აღნიშნული კოდი ალბათობრივად გენერირდება ობიექტის შექმნისას და არასოდეს მეორდება მომავალში. სწორედ ამ კოდით უნდა გააქტიურდეს შესაბამის მობილურში ჩვენი ”პლიკაცია”, რომ რეგისტრირებული ობიექტი ჩაერთოს სისტემაში.

 

აღნიშნული პრინციპი შექმნილია იმ მიზნით რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ არანაირი შიში ან განცდა იმისა, რომ ვინმე შეძლებს მათი ობიექტების იდენტიფიცირებას და ამის მიხედვით მათი ინფორმაციის ნახვას. ჩვენი სისტემა ობიექტს აღიქვამს როგორც "კოდს", რაც არაა არც სახელი, გვარი, არც ტელეფონის ნომერი და ა. შ.

შენიშვნა:  ჩვენი კომპანია იდენტიფიცირებას, ანუ სწორი ინფორმაციის ჩვენებას ითხოვთ, მხოლოდ ”აქაუნთის” მფლობელისგან სისტემაში რეგისტრაციის დროს. ეს საჭიროა პირველ რიგში იმისთვის, რომ მომსახურების გადახდის დროს იდენტიფიცირებული იყოს გადამხედი და ასევე დაცული იყოს ჩვენი პროდუქტის გამოყენების წესები, რომ არ იქნეს ის გამოყენებული კანონსაწინააღმდეგო საქმეში.

 

 


 

 

 

ნაბიჯი 4. აპლიკაციის გააქტიურება მობილურში.
- ტელეფონის აპარატში ჩატვირთეთ ჩვენი აპლიკაცია GPS eye (ip.ge). გაითვალისწინეთ ტელეფონი უნდა მუშაობდეს შესაბაის პლატფორზე: Android, ipone  ან  windows; ტელეფონს უნდა ჰქონდეს GPS ფუნქცია და ინტერნეტის შესაძლებლობა აპლიკაციის გამოყენებისას. 
- შემდგომში განახორციელეთ აპლიკაციის ინსტალაციას მობილურში;
- ინსტალირებული აპლიკაცია ჩართვისთანავე მოითხოვს "ობიექტის კოდის" შეყვანას.

 

 




ეს ერთჯერადი პროცესია და ამ დროს ხდება თქვენი მობილურის იდენტიფიცირება ჩვენს სისტემაში, მომავალში ამის განხორციელება არ იქნება საჭირო. ამის შემდეგ ჩართული აპლიკაცია შემთხვევაში თქვენი მობილურიდან გადაადგილების ინფორმაცია იგზავნება ჩვენს სერვერზე. თუ აპლიკაციას გათიშავთ, მაშინ ის ინფორმაციას ვერ გააგზავნის და ამ პერიოდის შესახებ სისტემას არ ექნება არანაირი ინფორმაცია გადაადგილების შესახებ. შემდგომში როცა ჩართავთ აპლიკაციას სისტემა ისევ მიიღებს თავისთვის საჭირო ინფორმაციას და ა. შ.

 

მაშასადამე მინიჭებული კოდით ხდება ჩვენს სიტემაში ნებისმიერი რაოდენობის ობიექტების გააქტიურება.

 

თუ მომავალში აპლიკაციას ამოშლით მობილურიდან, ან უბრალოთ აპლიკაციიდან გამოხვალთ "Logout" ფუნქციის გამოყენებით, თქვენი მობილურიდან მთლიანად ამოიშლება მონიტორინგის კოდი და მობილურსი ჩატვირთული აპლიკაცია არანაირ კავშირში არ იქნება ჩვენს სისტემასთან. ასეთი მობილურის თავიდან გასააქტიურებლად სისტემაში, ისევ კოდის გააქტიურება იქნება სჭირო აპლიკაციაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელია როგორც იგივე, ასევე სხვა კოდის გააქტიურებაც.

 

 

 

 

 

 

 

 



ნაბიჯი 5. მონიტორინგის წარმოაება ვებ გვერდიდან. ვებ გვერდიდან არსებობს მეტი შესაძლებლობები უფრო სრულყოფილად განახორციელოთ ობიექტის გადაადგილების მონიტორინგი ვიდრე მობილურის აპლიკაციიდან. ასევე იხარჯება ნაკლები ინტერნეტი, ნაკლები გადასახადი. ობიექტების მონიტორინგის წარმოება ვებ გვერდიდან ip.ge  ხდება პირად "კაბინეტში" შესვლით. შემდეგ ავირჩიოთ მენიუ "მონიტორინგის წარმოაება". მარცხენა მხარეს გამოჩნდება მონიტორინგის პარამეტრები, ხოლო მარჯვენა მხარეს Gოოგლე -ს რუქა. მარცხენა მხარეს ველში "ობიექტები" ვირჩევთ სასურველ ობიექტს, ვაყენეთ დათვალიერების პარამეტრებს: თარიღი, დრო, დათვალიერების პერიოდი და ვაწვებით ღილაკს "ნახვა".

 

 

 



 

რუქაზე გამოჩნდება ყველა ის წერტილი სადაც დაფიქსირებული იყო ობიექტი. 1-ით აღინიშნება მისი ბოლო მდგომარეობა ამ პერიოდის მონაკვეთში, ხოლო 2-ით, 3-ით და სხვა მისი შესაბამისად წინა მდგომარეობები. ყოველ მდომარეობაზე დაწკაპუნებისას გამოსულ შეტყობინებაში აღნიშნული თარიღი და ზუსტი დროს. დათვალიერებისთვის პერიოდის რაც უფრო დიდი ინტერვალი გაქვთ მითითებული მით უფრო დიდი ინტერვალის წერტილების გამოდის რუქაზე. მაგალითად თუ ავიღებთ ერთი დღის ინტერვალს, გამოტანილ კოორდინატებს შოროს დროის ინტერვალი იქნება მინიმუმ 1 საათი, მაგრამ თუ მივუთოთებთ 1 საათის პერიოდს, მაშინ სისტემა გამოიტანს მინიმუმ 2 წუთიანი ინტერვალების კოორდინატებს. შენიშვნა: მინიმალური ინტერვალი დამოკიდებულია "მონიტორინგის ობიექტის" შექმნისას მითითებულ პარამეტრებზე, სადაც თავიდანვე ეთითება GPS-ის გაგზავნის ინტერვალის სიდიდე. ობიექტების ჩამონათვალში აქტიური მომხმარებელს ექნება მწვანე ფერის ნიშანი, რაც იძლევა იმის საშუალებასაც რომ რეალურ დროში (LIVE) ნახოთ ერთი ან რამდენიმე ობიექტის გადაადგილება რუქაზე. ამისათვის დააჭირეთ ქვევით ღილაკს ”Start" და მის ქვევით გაჩნდება ყველა ობიექტის დასახელება, რომლებიც ამჯამად არიან ჩართული (გამწვანებული) სისტემაში, ამ ობიექტებიდან რომელ ობიექტებსაც მონიშნავთ ყველა ისინი გაჩნდებია რუქაზე და დაიწყებენ მოძრაობას რეალურ დროში. ყველა ობიექტს აქვს ინდივიდუალური ფერი, რომელსაც თავად მომხმარებელი ირჩევს ობიექტები ჩამონათვალში მენიუში ”ობიექტების დამატება”.

 

 

 

 

 


 

 

ნაბიჯი 6. აპლიკაციის გამოყენება. მონიტორინგის წარმოება მობილურიდან.

- აპლიკაციის მუშაობისას აუცილებელია, რომ თქვენ მობილურს წვდომა ჰქონდეს ინტერნეტთან და ჩართული იყოს GPS ფუნქცია. აპლიკაციის ჩართვისთანავე ეკრანზე გამოჩნდება თქვენს სისტემაში გააქტიურებული ყველა ობიექტის სახელი. მწვანე ნიშნიანი მიუთითებს რომ ობიექტს ახლა ჩართული აქვს აპლიკაცია, ხოლო მუქი ნიშანი ნიშნავს -  ობიექტი გათიშულია, ანუ მისი აპლიკაცია არის გამორთულ მდგომარეობაში. ქვემოთ მოცემულ სურათზე შეგიძლიათ ნახოთ ყველა საწირო ფუნქციის მნიშვნელობა

 

 

- ნებისმიერი ობიექტის არჩევისას რუქაზე გამოჩნდება მისი მიმდინარე (ატიური ობიექტის შემთხვევაში) ან მისი ბოლო დაფიქსირებული მდებარეობა (ობიექტის გათიშვის შემთხვევაში). ასევე შესაძლებელია შეცვალოთ თარიღი და დრო, მიუთითოთ პერიოდი (1 წუთი, 5 წუთი, 1 საათი და ა. შ. და რუქაზე დაფიქსირდება ამ პერიოდში მდებარეობების წერტილები ტანმიმდევრობით. უკანასკნელი წერტილი მინიშნებულია 1-ით, მის წინა მდებარეობა 2-ით და ა. შ. კოორდინატის ნიშანზე დაწკაპუნებისას გამოჩნდება ზუსტი ტარიღი და დრო, მოძრაობის სიჩქარე იმ მომენტში. აქაც როგორც ვებ გვერდის მონიტორინგისას, რაც უფრო დიდი დროის შუალედია მითითებული, მით უფრო დიდი დროის ინტერვალია გამოტანილ კოორდინატებს შორის. ინტერვალის შემცირებით უფრო ზუსტად ნახავთ გადაადგილების წერტილებს. აქვე არის დამატებითი ფუნქციების ღილაკები: რუქები;  Location - უკანასკნელი მდებარეობის დაფიქსირება;  ძებნა - რუქაზე გამოტანილ წერტილებში კონკრეტული წერილის პოვნა თავისი ნომრით;    LIVE - რეალური მდებარეობა და გადაადგილება ამ წუთას;

 

 

უკან

 

 

გამოკითხვა
რა მიზნით გამოიყენებდით ჩვენს პროდუქტს?
შვილებზე მზრუნველობისთვის
ხნიერი ოჯახის წევრებზე მზრუნველობისთვის
კომპანიაში თანამშრომლების მონიტორინგისთვის
ტურისტებისთვის, გიდებისთვის
მანქანების გადაადგილების კონტროლისთვის
სხვა კომერციული მიზნისთვის
სხვა საყოფაცხოვრებო მიზნისთვის
 
  © 2024 ყველა უფლება დაცულია  
Created by Studio SPAR.GE