ავტორიზაცია | რეგისტრაცია

 

 ip.ge

 

 

(+995) 593-188-661
დაგვიკავშირდით
11.00 - 19.00 საათებში

 

 

GPS თვალი



ობიექტების მონიტორინგის (ურთიერთ მონიტორინგის) სისტემა მობილური ტელეფონის და კომპიუტერის მეშვეობით
.  ობიექტები მუდმივად ხედავენ ერთმანეთის ადგილმდებარეობას რუქაზე.

 


 

ეს არის მოძრავი ობიექტების გადაადგილებაზე პროფესიონალური მონიტორინგის სისტემა. თქვენ შეძლებთ მობილური ტელეფონის აპარატით, ასევე კომპიუტერით თვალი ადევნოთ თუ სად არის ადამიანის ზუსტი ადგილსამყოფელი და როგორ გადაადგილდება ობიექტი (ადამიანი) Google -ს რუქაზე. მონიტორინგის წარმოება შეიძლება არა მარტო ერთ, არამედ ერთდროულად ბევრ ობიექტზე.

 

ამ სისტემის მეშვეობით მხოლოდ ერთ ”ანგარიშში” რეგისტრირებული ობიექტები (ადამიანები) ხედავენ ერთმანეთის გადაადგილებას თავის მობილური ტელეფონებიდან.

 

მომხმარებლის ”ანგარიში” ვებ გვერდზე გამოიყურება ასე: 

 

 

 

თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, ასევე მობილურ აპარატში უნდა დაყენდეს ჩვენი პროგრამა (აპლიკაცია.იდეო ინსტრუქცია), რომელიც  შესაბამისი ინტერვალებით აგზავნის თავის ზუსტ კოორდინატებს და თქვენ ხედავთ ობიექტის გადაადილებას, სიჩქარეს, მიმართულებას. გაგზავნილი ინფორმაცია ინახება სერვერის მონაცემთა ბაზაში, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ მომავალში ყოველთვის ნახოთ ობიექტის გადაადგილების ისტორია, დროის ნებისმიერ მონაკვეთში. ჩვენ  ვკრძალავთ აღნიშნული სერვისის გამოყენებას ფარული თვალთვალისთვის, რაც ცალსახად გვიწერია წესებში. გამოყენების წესების დარღვევის შემთხვევაში ჩვენ მკაცრ რეაგირებას ვახდენთ, ასევე ვწყვეტთ მომსახურების გაწევას კონკრეტული მომხმარებლისთვის. ჩვენი აპლიკაციის (პროგრამის) მობილურში ჩართვისას  ეკრანის ზევით ჩნდება ჩვენი ლოგო (იკონი), რაც მომხმარებელს ამცნობს პროგრამის მუშაობის შესახებ. ეს მიმართულია ჩვენი სერვისის ფარულად გამოყენების საწინააღმდეგოდ.

 

ჩვენი სისტემა ეფუძნება ობიექტის ადგილმდებარეობის განსაზღვრას თანამგზავრული  GPS სისტემის გამოყენებით  და მონაცემების გადაგზავნას სერვერზე, ცენტრალურ მონიტორინგის სისტემაში. GPS-ის გაგზავნას ახორციელებს თქვენივე მობილური აპარატი ჩვენი პროგრამის მეშვეობით. მისი გამოყენება ძალიან მარტივი პროცესია და არ სჭირდება რაიმე ტექნიკური გამოცდილება ან სოპეციალური უნარჩვევები.

აღნიშნული შესაძლებლობა შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერცილუ დანიშნულებით. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ სერვისის გამოყენების დროს ერთ ”ანგარიშში” რეგისტრირებულ ობიექტებს აქვთ შესძლებლობა ნახონ ერთმანეთის ადგილმდებარეობა  და ამით მათ შორის მყარდება მუდმივი ურთიერთ მონიტორინგი. აღნიშნული სერვისი შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვადასხვა საქმიანობაში:

  • ტურისტებისთვის, გიდებისთვის, ტურისტული მანქანის მძღოლისთვის;
  • შვილების ლაშქრობაში ან სხვაგან გადაადგილების მონიტორინგისთვის;
  • ხანდაზმული ოჯახის წევრებზე მზურველობისთვის;
  • გადამზიდავი კომპანიის მძღოლების მონიტორინგისთვის;
  • დისტრიბუციული კომპანიის მძღოლების მონიტორინგისთვის;
  • ტაქსოპარკის მძღოლების მონიტორინგისთვის;
  • სასწრაფო ან სამაშველო დახმარების მანქანების მონიტორინგისთვის;
  • უძრავი ქონების სააგენტოს აგენტების გადაადგილების კონტროლისთვის;
  • კომპანიის მიერ თავის თანამშრომლების გადაადგილებაზე მონიტირინგის გაწევა;
  • ასევე სხვადასხვა დავალებების შესრულების პროცესში მონიტორინგისთვის;


 


გამოყენების ტექნიკური დახმარება ნაბიჯ-ნაბიჯ
თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს ვებ გვერდზე (ip.ge) და თქვენი ”ანგარიშიდან” შექმნათ (დაამატოთ) ობიექტები, რომელსაც გაუწევთ მონიტორინგს (დაკვირვებას). იბიექტის დამატებისას სისტემა გაძლევთ სპეციალურ კოდს თითოეული ობიექტისთვის. სწორედ ეს კოდი წარმოადგენს სისტემის დაკვირვების ობიექტს. რომელ ბომილურ ტელეფონსაც მიაკუთვნებთ ამ კოდს, იმ ტელეფონის გადაადგილების ინფორმაცია გაიგზავნება სერვერზე, რასაც თქვენ შემდგომში ნახავთ რუქაზე. აღნიშნული კოდი პირდაპირ მობილურში არ იწერება. თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ ჩვენი აპლიკაცია (პროგრამა) და დააინსტალიროთ მობილურში. აპლიკაცია ჩართვისთანავე ითხოვს ზემოთ აღნიშნული კოდის ჩაწერას მასში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გააქტიურდება.

 

 

გამოკითხვა
რა მიზნით გამოიყენებდით ჩვენს პროდუქტს?
შვილებზე მზრუნველობისთვის
ხნიერი ოჯახის წევრებზე მზრუნველობისთვის
კომპანიაში თანამშრომლების მონიტორინგისთვის
ტურისტებისთვის, გიდებისთვის
მანქანების გადაადგილების კონტროლისთვის
სხვა კომერციული მიზნისთვის
სხვა საყოფაცხოვრებო მიზნისთვის
 
  © 2024 ყველა უფლება დაცულია  
Created by Studio SPAR.GE