ავტორიზაცია | რეგისტრაცია

 

 ip.ge

 

 

(+995) 593-188-661
დაგვიკავშირდით
11.00 - 19.00 საათებში

 

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა და გამოყენების წესები

 

 

ჩვენ ვებ გვერდზე (ip.ge) რეგისტრაციის განხორციელებით მომხმარებელი სრულად ეთანხმება ქვემოთ მოცემულ წესებს. ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაარედაქტიროს წესები.

 

ტერმინები:  


კომპანია: მომსახურების მიმწოდებელი იურიდიული პირი ”შპს ინტერნეტ პროექტები”

 

ჩვენი მომსახურება:  ეს არის მონიტორინგის სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მონიტორინგის წარმოებას ადამიანების (ობიექტების) გადაადგილებაზე მობილური ტელეფონის GPS ტექნოლოგიის გამოყენებით. მონიტორინგის მონაცემების ნახვა შესაძლებელია  მობილური ტელეფონიდან, ასევე ჩვენი ვებ გვერდიდან  (ip.ge).  ეს მომსახურება შექმნილია იმისათვის, რომ მომხმარებელმა ის გამოიყენოს თავისი კომერციული თუ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის კანონმდებლობის დარღვევის გარეშე;

 

მომხმარებელი:  ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისისტრირდება ვებ გვერდზე (ip.ge) და სარგებლობს ჩვენი მომსახურებით;

 

აპლიკაცია:  პროგრამა, რომელიც შექმნილია შპს ”ინტერნეტ პროექტების” მიერ. აღნიშნული პროგრამა ინსტალირდება მობილურ ტელეფონში და მისი პარამეტრების გამართვის შემდეგ ის ახორციელებს ამ მობილური ტელეფინის გადაადგილების აღრიცხვას GPS ტექნოლოგიის გამოყენებით.

 

აპლიკაციის პარამეტრები:  აპლიკაციის პარამეტრები ეს არის გარკვეული შესაძლებლობების ერთობლიობა, რომლებიც აპლიკაციას აძლევს საშუალებას განახორციელოს ჩვენი მომსახურება სხვადასხვა მახასიათებლებით, ასევე ობიექტს  ეძლევა გარკვეული უფლბები თავადაც იყოს მონიტორინგის დამკვირვებელი სხვა ობიექტების გადაადგილებაზე. ამ პარამეტრებს მომხმარებელი თავად აყენებს თითოეული ობიექტის მიმართ თავისი ”ანგარიშინად” ჩვენს ვებ გვერდზე (ip.ge).

 

ობიექტი:   ფიზიკური პირი, რომლის მობილურ ტელეფონში დაყენებულია სპეციალური აპლიკაცია, რომელიც აწარმოებს მისი გადაადგილების აღრიცხვას GPS ტექნოლოგიის გამოყენებით.

 

ჩვენი ვებ გვერდი:   internetprojects.ge;  ip.ge

 

 

წესები:  

 

1.  ვებ გვერდზე რეგისტრაციისას ფიზიკურ პირს  შეყავს თავისი პირადი მონაცემები: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა. კომპანიის შემთხვევაში მას ემატება კომპანიის რეკვიზიტები. მომხმარებელი ვალდებულია ეს ინფორმაცია ჩაწეროს სწორად და უტყუარად. აკრძალულია სხვისი მონაცემებით რეგისტრაცია. აღნიშნული მონაცემები მომავალში ვერ შეიცვლება საკონტაქტო მონაცემების გარდა. ჩვენს კომპანიასთან ნებისმიერი ურთიერთობა მომავალში მიმდინარეობს მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელთან. არასწორი ინფორმაციით რეგისტრაციის შემთხვევაში მხოლოდ მომხმარებელი აგებს პასუხს შედეგებზე. აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მომხმარებლის ”ანგარიში” დაიბლოკება;

 

2. შპს ”ინტერნეტ პროექტები” იღებს ვალდებულებას არ გაამჟღავნოს თავისი მომხმარებლების მიერ რეგისტრირებული ობიექტების მონიტორინგის მონაცემები და არ გადასცეს ის მესამე პირს. მხოლოდ საქართველოს ან საერთაშორისო (ჩვენი მომსახურების გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთაც) კანონმდებლობის წესების დაცვით გადასცეს ის შესაბამის ორგანოებს მისი მოთხოვნის შემთხვევაში;

 

3. იმისათვის რომ სრულად და დაუბრკოლებლად ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, უნდა გაეცნოთ მის სარგებლობის წესებს ჩვენს ვებ გვერდზე. მომსახურების მიღებისთვის აუცილებელი პირობაა თქვნს მობილურ ტელეფონში ფუნქციონირებდეს Android-ის ოპერაცილ სისტემაზე (მომავალში ჩაირთვება სხვა ოპერციული სისტემაზე მუშაობის შესაძლებლობაც), ასევე აუცილებელია მობილურ ტელეფონში აქტიური იყოს ხარისხიანი წვდომა ინტერნეტთან და GPS მონაცემებთან. დროის იმ მონაკვეთებში, როცა ეს პირობა უზრუნველყოფილი არ იქნება, ჩვენი აპლიკაცია ვერ გადააგზავნის მონაცემებს სერვერზე და მომხმარებელი ვერ ნახავს ამ დროის მონაკვეთის შესაბამის კოორდინატებს. ასეთი შემთხვევების მიუხედავად ჩვენი მომსახურება მაინც ითვლბა განხორციელებულად და მომხმარებელი ვერ მოითხოვს გადახდილი თანხის უკან დაბრუნბას;

 

4. ჩვენი სერვისის შეძენისას მომხმარებელი წინასწარ იხდის მომსახურების საფასურ. კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლების წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს თავისი მომსახურების ღირებულება.

 

5. თუ ჩვენი სერვერის ტექნიკური მიზეზების გამო მომხმარებელს გარკვეული დროის მანძილზე შეუწყდა ჩვენი მომსახურება, კომპანია იღებს ვალდებულებას შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში გამოასწოროს ტექნიკური ხარვეზი და ყველა დაზარალებულ მომხმარებელს შესაბამისი დროის ვადით გაუზარდოს მომსახურების მიწოდება თავისი ხარჯებით;


6. ჩვენი მომსახურების გამოყენებით მომხმარებელი არ უნდა ლახავდეს არავის უფლებებს და თავისუფლებებს.  მომხმარებელმა ჩვენი მომსახურება არ უნდა გამოიყენოს ფარულად ვინმეს მიმართ. გამოყენების წინ მან სრულად უნდა გაარკვიოს ობიექტი ჩვენი მომსახურების და აპლიკაციის არსში, მის როგორც ობიექტის უფლებებში და ვალდებულებებში. ობიექტის  სრული თანხმობის შემთხვევაში გამოიყენოს მის მობილურ  ტელეფონში  ჩვენი აპლიკაცია;

7. ვინაიდან ობიექტს თავადაც ეძლევა ჩვენი მომსახურების მიღების შესაძლებლობა, მომხმარებლის მიერ აპლიკაციის პარამეტრების კონფიგურირების მეშვეობით,   ანუ ამ ობიეტქს ეძლევა სხვა ობიექტების გადაადგილებაზე წვდომა , ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გააფრთხილოს ეს ობიექტი არ გამოიყენოს ეს ინფორმაცია სხვა კანონსაწინააღმდეგოდ, სხვა ობიექტების უფლებების და თავისუფლებების წინააღმდეგ.  მხოლოდ ამ წესებზე თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელმა მისცეს შესაძლებლობა ობიექტს ნახოს სხვა ობიექტის გადაადგილების ინფორმაცია.  თუ მომხმარებელი ამ წესების დაუცველად გამოიყენებს ჩვენს მომსახურებას, მაშინ თავად აგებს პასუხს ობიექტის ქმედებებზე;

8. თუ მომხმარებელი ჩვენი მომსახურების გამოყენებით დაარღვევს საქართველოს და/ან საერთაშორისო კანონმდებლობას (ჩვენი მომსახურების გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთაც), მაშინ ის თავად აგებს პასუხს თავის ქმედებაზე კანონის წინაშე;

9. თუ ობიექტი მომხმარებლის მხრიდან ინფორმირებული იყო აპლიკაციის გამოყენების წესების  შესახებ და  ჩვენი მომსახურების გამოყენებით დაარღვევს საქართველოს და/ან საერთაშორისო კანონმდებლობას (ჩვენი მომსახურების გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთაც), მაშინ ის თავად აგებს პასუხს თავის ქმედებაზე კანონის წინაშე.

 

 

 

 

 

 

მოგვწერეთ თქვენი შენიშვნები წესებთან დაკავშირებით:

 

 

სახელი, გვარი :

ელექტრონული ფოსტა :

შეტყობინება :


  

 

 

გამოკითხვა
რა მიზნით გამოიყენებდით ჩვენს პროდუქტს?
შვილებზე მზრუნველობისთვის
ხნიერი ოჯახის წევრებზე მზრუნველობისთვის
კომპანიაში თანამშრომლების მონიტორინგისთვის
ტურისტებისთვის, გიდებისთვის
მანქანების გადაადგილების კონტროლისთვის
სხვა კომერციული მიზნისთვის
სხვა საყოფაცხოვრებო მიზნისთვის
 
  © 2024 ყველა უფლება დაცულია  
Created by Studio SPAR.GE